"იმ პირობებში, სადაც იმყოფება, ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდება" | კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

შეიცვლება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებულის სტატუსი დაზარალებულის სტატუსით - პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა, პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართეს. 

უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის შექმნას მოითხოვენ. 

ამბობენ, რომ დაზარალებულის სტატუსი მათთვის დამატებითი ბერკეტი იქნება საქმის იმ მასალებთან წვდომის უფლების მისაღებად, რომელიც უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ. 

კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა კი ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის წევრებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ პირობებში, სადაც იმყოფება, მეტად არ გაუმჯობესდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი