"მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს" | ჰარცელი ინსპექტორის ჯარიმის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროების საქმეზე ინსპექტორის ჯარიმა გააუქმა. ჰარცელის თქმით, მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

ამას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვუყურებთ და მსგავსი რამე არ უნდა განმეორდეს, - თქვა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ ​პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და მათ დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სამართალდამრღვევად ცნო. ამ გადაწყვეტილებით, მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის სოციალური ქსელებიდან წაშლა. 

საუბარია რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრებზე. მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 2021 წლის 8 ნოემბერს გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი