"მივმართავ ქალბატონ დემურიშვილს, სელფის გადაღება რომ მთხოვე... აიღეთ ყურმილი და მოიქეცით ისე, როგორც საჭიროა" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს მიმართავს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა. 

თამთა დემურიშვილს მინდა მივმართო აქედან. მეც არ მპასუხობს იგი ზარებზე მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მპასუხობდა და როცა ვიყავი შესული სამედიცინო დაწესებულებაში სელფის გადაღება მთხოვა და გადავიღე, სააკაშვილის თხოვნით ოღონდ... ქალბატონო თამთა, ამ ქცევას აქვს თავისი შეფასება როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. აიღეთ ყურმილი და მოიქეცით ისე, როგორც კანონი გავალდებულებთ, - ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი