"მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ" | მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ" - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ჯორჯიან თაიმსთან საუბრობს. 

...მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც კი, თანახმა ვარ, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვუყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ... ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვაც და ყველაფერი... რატომ უნდა გადაიყვანონ უკრაინაში, მოიხადოს აქ... მე ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, ყველანაირად ვითანამშრომლებდი მათთან იმაზე რომ ყველა პირობა რაც წესი და რიგია იყოს დაცული, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი