ქუთაისის ნაწილს გაზი არ აქვს - გათიშულია 7 000-მდე აბონენტი

გამოქვეყნდა:

იმერეთში თოვს, ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსს ქვემოთ არის, ამ ფონზე კი, ქუთაისის ნაწილი  ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობას გაზის მიწოდება გუშინ შეუწყდა. არის ქუჩები, სადაც არც გაზი აქვთ, არც წყალი და არც ელექტროენერგია.

მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახები დახმარებას ითხოვენ.

გაზის მიწოდების აღდგენა დილიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბუნებრივი აირი გათიშულ აბონენტებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ. 

“სოკარ გაზის“ იმერეთის ოფისის მენეჯერი დათო ჯაიანი აცხადებს, რომ გათიშულია დაახლოებით 7000 აბონენტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი