რეკომენდაციები შეუსრულებელია, მკურნალობის მეთოდოლოგია არ შეცვლილა - ომბუდსმენის კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

გამოქვეყნდა:

სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის - განცხადება ამის შესახებ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმების რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია.

ლომჯარიას თქმით, დღევანდელი დასკვნა იქნება შემაჯამებელი ხასიათის და მოიცავს იმ სამი ვიზიტის შედეგებს, რომელიც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განხორციელდა. ლომჯარიას განცხადებით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს, 12 დეკემბერსა და 11 იანვარს მოინახულეს:

"არსებითი ცვლილებები მკურნლობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს თუმცა ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის." განაცხადა ნინო ლომჯარიამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი