"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში კიდევ ერთ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ბათუმი-ახალციხის ერგე- მახოს გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიწყეს, თუმცა ცენტრალური საავტომობილო გზა ამ დრომდე, ბოლომდე რეაბილიტირებული არ არის.
"ნაციონალური მოძრაობიდან" ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ გზის სამუშაოებისთვის 9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უკვე ჩარიცხული აქვს 8 მილიონი ლარი, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული.
ოპოზიციური პარტიის წევრები სამუშაოებს "ქართული ოცნების" გულგრილობასა და კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არის ორმოები, ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე