უამინდობის გამო, წალენჯიხაში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, გათიშულია ინტერნეტიც. თოვლმა და ქარმა მუნიციპალიტეტში ელექტრობოძები დააზიანა.
როგორც ვიცე-მერი თამარ ბელქანია ამბობს, სოფლებში გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, რაიონს ერთი გრეიდერი ჰყავს, ამიტომ სამუშაოები სოფლებში თანმიმდევრობით ხორციელდება და მოსახლეობისთვის პრობლემის მოგვარება ერთდროულად ვერ ხერხდება.
ელექტროენერგიის აღდგენაზე ენერგოკომპანიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.
ავტორი: ემა გოგოხია