ზღვის უბანში სანატორიუმ "ქართლის" მდგომარეობით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაინტერესდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ.
დევნილების პროტესტი კი გრძელდება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებისგან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას და მიცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ.
ისინი აქციებს აანონსებენ და გამართვას დაკრძალვის შემდეგ გეგმავენ. შეგახსენებთ, 52 წლის მამაკაცმა პროტესტის ნიშნად, სიცოცხლე თვითმკვლელობით სანატორიუმის შენობის სახურავიდან გადმოხტომით დაასრულა. ტრაგედია 16 იანვარს დატრიალდა.