გლდანში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას მიძღვნილი გმირთა მემორიალი დააზიანეს.
ფოტოებს ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, მემორიალი, რომელიც გლდანის პოლიციის ეზოშია განთავსებული, 2 თვეზე მეტია ამ მდგომარეობაშია. ის შსს-ს, გლდანის გამგეობასა და თბილისის მერიას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.