გაფიცვის მე-4 დღე - სოც. აგენტები თბილისსა და ბათუმში დღეს საპროტესტო აქციებს გამართავენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. 400-მდე სოციალური აგენტი უკვე მე-4 დღეა, გაფიცულია.

დღეს, 13:00 საათზე, ისინი თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებს გამართავენ. პროტესტის მონაწილეები დედაქალაქში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან, ბათუმში კი ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან. 

აქციის მონაწილეები დღეს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

სოციალური მუშაკების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ამბობენ, რომ სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, გაფიცვა არ შეწყდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი