დიღმის მასივში, სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" ფილიალში ხანძარი გაჩნდა - შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.