რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა | ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ე.წ. ჭყონდიდელის დასახლებაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა - ამ დროისთვის მოსახლეობა სრულად ევაკიურებულია. 

ცეცხლი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა და მეზობელ ბინასაც გადაედო.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და ამ წუთებში ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

​ფოტო: Inforustavi

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი