სიღნაღის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერიას პროკურატურაში უჩივის.
გიორგი ელიზბარაშვილმა თელავში, საოლქო პროკურატურაში ოფიციალური საჩივარი ცოტა ხნის წინ შეიტანა.
საუბარია 2018 დან 2020 წლამდე, შიდა აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებზე, რომელშიც ოპოზიციის მისი თქმით, სიღნაღის მერიის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტებია აღწერილი.
ელიზბარაშვილი ამბობს, რომ დარღვევები ძირითადად, საწვავის ხარჯებს უკავშირდება, როდესაც, საჯარო მოხელეები ბენზინს მოიხმარენ და დოკუმენტში არ ასახავენ. ზოგჯერ კი უმრავლესობის წევრები მივლინებაში იმყოფებიან, თუმცა, საწვავის ხარჯი უწყისში ისეა ასახული, რომ მოხმარება ადგილზე ფიქსირდება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სამართალდამცავი უწყებისაგან დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვს.