"დაშინებებიც არის, ვითომ ტკბილი საუბრებიც და დამუნათებებიც" - სოც. აგენტების პროტესტის მე-4 დღე  

გამოქვეყნდა:

სოციალური პროტესტის ეპიცენტრი ჯანდაცვის სამინისტროდან, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ინაცვლებს.

სოციალური აგენტები და ბენეფიციარები, რომლებიც გაფიცვის გამო, მომსახურებას ვეღარ იღებენ,  ერთ საათში კანცელარიასთან შეიკრიბებიან.

აქციამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალური აგენტების ხელისუფლებს მხრიდან რეპრესიების და დაშინების მცდელობაზე ალაპარაკდნენ. 

"ტაქტიკა აქვთ ალბათ არჩეული იგნორის, რომ მოგვწყინდეს ან რამე, თავიდან ამის მეც მეშინოდა, მაგრამ რასაც ვუყურებ პირიქით, გვემატება და გვემატება გაფიცული თანამშრომლები. ამბობენ ადამიანები, თვითონ ვისაც დაურეკეს, მოლაპარაკებებიც არის, დაშინებებიც არის, ვითომ ტკბილი საუბრებიც არის და დამუნათებებიც არის და ამაზე ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია",- ამბობს სოციალური აგენტი, გიორგი ფურელიანი.

პროტესტის მონაწილეები, ჯანდაცვის მინისტრთან ითხოვდნენ შეხვედრას რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ.

ახლა ისინი ღარიბაშვილს მიმართავენ იგივე მოთხოვნით.

უკვე მეორე კვირაა აგენტები, ხელფასების 100%-იან მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ისინი 4 დღეა გაფიცულები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი