გურიაში ისევ დიდთოვლობაა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.
დიდთოვლობამ რეგიონში არაერთი პრობლემა შექმნა. გადაადგილება რთულია როგორც ცენტრალურ, ისე შიდა გზებზე.
ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, რადგან თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა. შეფერხებით, ზოგან კი საერთოდ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ტექნიკური სამსახური პრობლემურ ტერიტორიებზე მუშაობს და ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ეტაპობრივად აღდგება.
ოზურგეთის მერიაში კი ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახური გზებს 24-საათიან რეჟიმში წმენდს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე