სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობას.
ორგანიზაციის ცნობით, სამუშაოებთან დაკავშირებით არც მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობა არ რსებობს და არც პარკის დეტალური პროექტი.
უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად ზომების მიღების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
"მიგვაჩნია, რომ სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შეიქმნას ღია, გამჭირვალე და ჩართულობითი ფორმატი იპოდრომის მომავალის შესათანხმებლად, კონკრეტული პროექტის განხორციელება კი მხოლოდ ამის შემდგომ უნდა განხორციელდეს.
გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების ასეთი ფორმის გამოყენებას მერიას ავალდებულებს კანონი, ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიის მრავალფეროვანი გამოყენებების, მისი ხელმისაწვდომობისა და მისი კულტურული თუ სოციალური დატვირთვის შენარჩუნების საუკეთესო გზა პროცესში მათი ჩართვაა, ვინც წლების მანძილზე ტერიტორიას იყენებდა და მასზე ზრუნავდა.
ტერიტორიაზე ზრუნვის ისტორიისა და მისი სოციალური და კულტურული დანიშნულების გათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ახალი პარკის პროექტის დაგეგმვიდან დაინტერესებული პირები გამორიცხულნი აღმოჩნდნენ", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.