საქველმოქმედო ფონდ „ავერსის “ და „ავერსის კლინიკის" მემორანდუმი, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დღეს ოფიციალურად გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კომპანია „ავერსი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს, სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს და მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით უზრუნველჰყოფს.