თეა წულუკიანის "შავ სიას" უსამსახუროდ დარჩენილი კიდევ 50-მდე ადამიანი დაემატა. კულტურის მინისტრის ახალი სამიზნე თუმანიშვილის თეატრის ეზოში არსებული ააიპის თანამშრომლები აღმოჩნდნენ, რომლებიც განმარტებების გარეშე სახლში გაუშვეს.
ხელოვანების და მცირე ბიზნეს- სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფართები იჯარით აქვთ აღებული, კულტურის სამინისტროს ულტიმატუმის ვადა 4 იანვარს ამოეწურათ და მათ შუქიც ჩაუჭრეს.
დასაქმებულები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ კულტურის მინისტრის ახირებებს არ დაემორჩილებიან.