მეტრო "ვარკეთილისა" და "გოცირიძის" გაჭიანურებული რეაბილიტაცია

გამოქვეყნდა:

მეტროსადგური გოცირიძე უკვე 1 წელზე მეტია დახურულია და მგზავრებს ვერ ემსახურება. ვარკეთილის მეტრო კი ჩამონგრევიდან 4 წლის შემდეგ იგივე მდგომარეობაშია. 

"გოცირიძის" გასარემონტებლად ჯამში 10 ტენდერი გამოცხადდა. საბოლოოდ გამარჯვებულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ სარემონტო სამუშაოებს 7 თვეში დაასრულებდა. მას შემდეგ წელიწადი და 7 თვე გავიდა - სადგური ისევ დაკეტილია.

მერია მოსახლეობას პირდება, რომ მეტრო გოცირიძის სამშენებლო სამუშაოები ამჯერად მარტში დასრულდება. 

7 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. "ვარკეთილში", სახურავი რესტავრაციიდან რამდენიმე თვეში ჩამოინგრა,  პასუხისმგებელ კომპანია "ყვარელმშენს" კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის დღემდე არ უგია პასუხი. 

თბილისის მერი დაზუსტებით ვერც ახლა ამბობს, როდის დაიწყება და როდის დასრულდება ვარკეთილის მეტროს სარემონტო სამუშაოები.  

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თბილისის მერია უკვე დიდი ხანია უპასუხისმგებლოდ აცხადებს ტენდერებს და ხელშეკრულებებსაც შავ სიაში მყოფ საეჭვო კომპანიებს უფორმებს. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი