დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა აჭარაში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ადგილობრივებს 2 დღეა ელექტროენერგია არ აქვთ. სოფელში 850 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, ცენტრალური გზა სანახევროდ არის გაწმენდილი და ჭირს საცხოვრებელს სახლებამდე მისვლა, ასევე სოფელში ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანაც.
ხალას მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე