სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა, 3 საათიანი მოლაპარაკებების შედეგი უცნობია. სოციალური აგენტები, რომლებიც თითქმის 1 კვირაა გაფიცულები არიან და ხელფასებისა მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ, ამბობენ, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, გრძელდება და ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც მიიღებენ იურიდიულ თანხმობასა და გარანტიებს დღევანდელი შეთანხმების პირობებზე. რა პირობებზეა საუბარი, ეს უცნობია.
გარდა ამისა, სოც. აგენტების მხრიდან, მოლაპარაკებებში ჩართულმა პირებმა კოლეგებს უნდა გადასცენ სამინისტროს წინადადებები და მათთან შეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.