სუიციდის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის შვილს უვლის, სწორედ ოლიგარქის რეზიდენციასთან გადაწყვიტა უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა. თამუნა იარაჯული ამ ზომამდე მძიმე გაჭირვებამ და ხელისუფლების ყველა რგოლისგან სრულმა იგნორირებამ მიიყვანა.
ბიძინა ივანიშვილის კი, როგორც ირკვევა, სოციალური კრიზისი არა მხოლოდ როგორც ფორმალურ მმართველს უკავშირდება. ოპოზიციამ, რომელმაც დღეს სამ დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გამართა გაასაჯაროვა სკანდალური ინფორმაცია ოლიგარქის ხალხის ხარჯზე გამდიდრების შესახებ.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ელექტროენერგიის იმპორტიდან წილს იღებს.