სეპარატისტული მედია იუწყება, რომ ნათლისღების დღესასწაულზე მთელი ოკუპირებული აფხაზეთის მასშტაბით, ყველა ტაძარში აღევლინა საღმრთო ლიტურგია და იკურთხა წყალი. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
მოსკოვის საპატრიარქოს მიერ წაქეზებული სამღვდელოებამ წმინდა ლიტურგიებზე აფხაზეთის კანონიერი და ლეგიტიმური მღვდელმთავრის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ნაცვლად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე I მოიხსენიეს. სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქო დუმს, - წერს გამოცემა.