სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილ ზურაბ ქირიას დღეს დაკრძალავენ | დევნილების პროტესტი ორშაბათიდან განახლდება

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები 150-მდე დევნილი დღეს გარდაცვლილ ზურაბ ქირიას გამოემშვიდობება, რომელმაც უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტრაგიკული შემთხვევა 16 იანვარს მოხდა, როდესაც რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, დევნილების მოთხოვნა ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ და დევნილთა სააგენტომ არ დააკმაყოფილა.

ადგილზე მცხოვრებმა დევნილებმა სიმბოლურად კორპუსზე შავი ლენტი გადმოფინეს, წარწერით - "იქნებ თქვენ მაინც "გეშველოთ".

დაკრძალვაზე დასასწრებად საზღვარგარეთიდან ჩამოსვლა შეძლეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა - მეუღლემ და შვილმა. 

ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქციები დროებით სწორედ ზურა ქირიას დაკრძალვამდე შეაჩერეს, თუმცა ამბობენ, რომ პროტესტს ორშაბათიდან ისევ გააგრძელებენ და მანამდე არ შეწყეტენ, სანამ თავიანთ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს. ისინი უკვე წლებია, ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი