უბედური შემთხვევა ქუთაისში - მდინარეში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო.
შემთხვევა გუშინ, მდინარე წყალწითელაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, თანატოლებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც „მთავარს“ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუმარტეს, სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბიჭი დაღუპული დახვდა.
როდესაც მივედით, ბიჭი მდინარიდან ამოყვანილი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,- აცხადებს მაია რუხაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.