პოლიციელებმა 12 წლის ბიჭს სცემეს - მან მამის საწინააღმდეგო ჩვენება არ მისცა

გამოქვეყნდა:

ნაცემი მოზარდი "მთავარი არხის" კამერის წინ, გასულ წელს მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და  ფსიქოლოგიურ ძალადობას კიდევ ერთხელ იხსენებს. 12 წლის სანდროს პოლიციელებმა მხოლოდ
იმიტომ სცემეს, რომ მამის საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მისცა. სათამაშოდ  წასული მოზარდი, სამართალდამცველებმა მშობლების დაუკითხავად ჯერ პოლიციიის განყოფილებაში გამოკითხვაზე  წაიყვანეს, მას შემდეგ კი რაც ბავშვმა პოლიციელებს მათთვის სასურველი ჩვენება არ მისცა, დაემუქრნენ და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ძალადობის შემდეგ ბავშვი განერვიულდა, მას შემდეგ კი, რაც მისი დამშვიდება ვერ შეძლეს, ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მოზარდი ყვებოდა, რომ მასზე ძალოვანებმა ფიზიკურად საავადმყოფოშიც იძალადეს, ბავშვის მდგომარეობა მალე იმდენად დამძიმდა, რომ თბილისში გადმოყვანა აუცილებელი გახდა. იმას, რომ ბავშვი ნაცემი იყო, სამედიცინო ექსპერტიზაც ადასრურებს. დედა ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვს იმ პოლიციელების დასჯას, რომელთა სახელებიც ყველასთღვის ცნობილია. მშობლები საუბრობენ სოციალური მუშაკის უმოქმედობაზეც, რომელმაც ბავშვის უფლებების დაცვა ვერ შეძლო.

სამტრედიის პოლიციაში "მთავარი არხის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. მხოლოდ ის თქვეს, რომ საქმეში მონაწილე პოლიციელები სამსახურში არ იყვნენ და პასუხს ვერავინ გაგვცემდა.

ოჯახის ადვოკატმა პროკურატურას ნაცემი ბავშვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა, თუმცა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და ამიტომ სტატუსი არ მიანიჭეს.

მოზარდს მოძალადე პოლიციელები კარგად ახსოვს და ახლა მხოლოდ ის უნდა, რომ კანონდამრღვევი პოლიციელები დროულად დაისაჯონ, რადგან სხვა ბავშვებზე ძალადობა ვეღარასდროს შეძლონ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი