ავტომობილებში 80 მლნ ლარის გადახდის შემდეგ, მთავრობამ საბურავების შესაძენად 6,5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

6.5 მილიონი ლარი საბურავების შესაძენად - ბოლო 1 წლის განმავლობაში 80 მლნ ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენის შემდეგ, ამჯერად მთავრობა მილიონების დახარჯვას საბურავებში აპირებს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ ხარჯავს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით მილიონობით ლარს მხოლოდ საბურავებისთვის მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა. 

ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, საქმე მორიგ კორუფციულ გარიგებას უკავშირდებოდეს.

"ბოლო არჩევნებიდან დღემდე, ხელისუფლებამ იყიდა 80 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები. მაშინ, როდესაც დევნილებს ბინეს არ აძლევენ, მათ ფულს არ იპარავენ და ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. ახლა აღმოჩნდა, რომ 21 იანვარს გამოაცხადეს ტენდერი ჯამში 6,5 მილიონი ლარის ღირებულების საბურავების შესყიდვაზე. 80 მილიონი რომ გადაყარეს მანქანებში, იმას საბურავები ხომ მოჰყვა? რად უნდა ახლა ამ ღირებულების საბურავები მაშინ, როცა ტარიფები იზრდება, ადამიანები გაღარიბდა, დევნილები იმის გამო, რომ მათ ფულს იპარავენ, თვითმკვლელობამდე მიდიან. ეს არის გაუმართლებელი პოლიტიკა და არ არის გამორიცხული ამაში კორუფციული ელემენტიც", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი