"დუმილი დანაშაულია!" | უკრაინის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლოტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ისინი ამბობენ, რომ ახლა ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, მეგობარ ქვეყანას ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ.

"მოგეხსენებათ, უკრაინა ომის ზღვარზეა. უკვე მოსალოდნელია რუსეთის აგრესია, ამიტომ ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას და რა თქმა უნდა, უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან პირდაპირი მნიშვნელობით უნდა მივიჩნიოთ საქართველოზე თავდასხმად. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნეიტრალური პოზიციის დაკავება ნიშნავს რუსეთის პოზიციის დაჭერას", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი იმედა ონიანი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგა შუშანია ამბობს, რომ ახლა ყველა ქართველი პატრიოტის მოვალეობაა, მოძმე ერს სოლიდარობა გამოუცხადოს. 

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი უკრაინელი შეეწირა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. 2008 წელსაც უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება იდგა ჩვენთან, პრეზიდენტი იუშენკო იყო რუსთაველზე, როდესაც იყო საფრთხე დედაქალაქის აღებისა და დაბომბვის. უკრაინაზე გადის საქართველოს თავისუფლების ბედიც. რუსეთს არ უნდა მიეცეს საკუთარი აგრესიის განხორციელების საშუალება", - ამბობს გიგა შუშანია.

ცნობისთვის, ცოტა ხანში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაიწყება თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობასთან. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ადგილზე 16:00 საათზე მივლენ და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი