"კალაძე თავის შვილებს აცხოვრებს ამ გარემოში, ასუნთქებს ამ ჰაერს?" - კალაუბნის ქუჩის მცხოვრებლების გაუსაძლისი პირობები 

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩაზე, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსთან უკვე წლებია საკანალიზაციო მილი გაფუჭებულია და მუდმივად კანალიზაციის წყალია დაგუბებული. ადგილობრივ მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში, ანტისანიტარიაში უწევს ცხოვრება, თუმცა ხელისუფლება უმოქმედოა და პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს და მათ შორის პირადად თბილისის მერს კახა კალაძეს, ქართული ოცნების მხრიდან მხოლოდ დაპირებებს იღებენ.

ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი