დასკვნა რელიგიის თავისუფლებაზე - მორიგი მწვავე კრიტიკა აშშ-დან

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის 16-გვერდიან დასკვნაში საქართველო მწვავედ გააკრიტიკეს, დემოკრატიულ ქვეყანაში პარტნიორები მთავარ პრობლემად რელიგიის თავისუფლებას ხედავენ და ამბობენ, რომ ის დაცული არ არის. გასული წლის ანგარიშში მოკავშირე სახელმწიფო ამბობს, რომ რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა რელიგიის მიმართ შერჩევითი პრინციპით მოქმედებს.

დისკრიმინაციული მიდგომა რელიგიური გაერთიანების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კონკრეტული მაგალითებით არის წარმოდგენილი. ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს ოფიციალურ დოკუმენტში ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. ანგარიშში წერია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას რელიგიური ნაგებობების მშენებლობების დროს, პრობლემები ექმნება. ამის დასტურია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი, რომელიც სამი წელია გრძელდება და ბიძინა ივანიშვილის დადებული პირობის მიუხედავად, რომ მეჩეთს საკუთარი ხარჯით ააშენებდა, ჯერ ისევ მოუგვარებელია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკოლებსა და საპატიმროებში დისკრიმინაციის ნიშნები თვალშისაცემია. ხშირად, არამართლმადიდებელ მოზარდებს საკლასო ოთახებში სხვადასხვა საეკლესიო ნივთების თანდასწრებით დროის გატარება უწევთ, რაც მათი უფლებების უხეში დარღვევაა. კიდევ უფრო მკაცრი განცხადებებია ძალოვანი უწყებების მხრიდან სავარაუდო ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მატულობს.  არასამთვრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუდმივად რელიგიის თავისუფლების საკითხებს სწავლობს, ამბობენ, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვასაც. ბოლო დროს, ამის თვალშისაცემი მაგალითი, ეკლესიისთვის ტყეების გადაცემის საკითხია. 

რატომ ლობირებს ხელისუფლება მხოლოდ ერთ რელიგიას -  ამ შეკითხვით დღეს "მთავარმა არხმა" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უწყებას მწვავე ანგარიშზე არ აქვს პასუხი. ვიდრე "ქართული ოცნების" მთავრობა დუმილის გზას ირჩევს, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დისკრიმინაციის ფაქტების დიდ სიას ადგენენ, მლოცველი ორგანიზაციების ამ ჩამონათვალში კი მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია არ არის.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი