იორდანიასთან ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად სამთავრობო კომისიას შევქმნით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მდინარე იორდანიასთან ქართული კულტურის ცენტრი ასაშენებლად სამთავრობო კომისია შეიქმნება. მისივე თქმით, კომისიაში მუშაობას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მიიღებენ.

"ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე პროექტსა და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ... კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კერძოდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ირაკლი ღარიბაშვვილმა თქვა, რომ საქართველოს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწა გადეცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი