ზეღდულეთში აქციები განახლდა - მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს. ზეღდულეთის მკვიდრები ამ წუთებში სოფლის ცენტრში იკრიბებიან და სადავო მიწისკენ გაემართებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწას 5 დაღუპული ჯარისკაცის სახელს მიანიჭებენ - ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.
აქციები ზეღდულეთში მას შემდეგ განახლდა, რაც ხელისუფლებას, ინვესტორსა და ადგილობრივებს შორის უშედეგოდ დასრულდა.
ინვესტორი მოსახლეობას 25 ჰექტარ მიწის ფართობს უთმობს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს 75 ჰექატარი უნდა დაუბრუნდეს.
ცნობისთვის, ზეღდულეთში აქციები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწა, რომელიც პრობლემაა მათთვის საძოვარია, მესაქონლეობა კი სოფელში შემოსავლის ერთადერთი წყარო.