უკრაინის კრიზისის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უკიდურესად ინერტულია. ოფიციალური განცხადებები კიევის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ გუშინ, სოციალურ ქსელში და დღეს სატელეფონო საუბრებში გაკეთდა.
მმართველი პარტია მოქმედებას მხოლოდ ოპოზიციისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად იწყებს. უკრაინის საელჩოსთანაც კი, პოზიციის ხმამაღლა გამოსახატად დღეს მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვაშიც კი "ქართული ოცნების" საპარლამენტო შემადგენლობა მხოლოდ ოპოზიციის ინიციატივისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ჩაერთო.