ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ბრძანებით, 8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში დაუყოვნებლივ გადასროლისთვის მზადაა. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე აქვს ვალდებულება, მიაწოდოს ძალები NATO-ს საპასუხო ძალებს, ასევე ცნობილი, როგორც NRF. როგორც მოგეხსენებათ, NRF არის მრავალეროვნული ძალა, რომელიც შედგება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სპეციალური ოპერაციის ძალებისგან. ანუ იმ ყველა კომპონენტისგან, რომლიც ალიანსს შეუძლია განათავსოს მოკლე შეტყობინებით იქ, სადაც საჭირო იქნება, - ამბობს კირბი.