ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსის პოსტიდან მოხსნეს და თბილისში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსის პოსტიდან მოხსნეს და თბილისში გადმოიყვანეს. მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ ის თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. მის ადგილას კი გრიგოლ ბესელია დანიშნეს.

გალდავას სახელს უკავშირდება ბადრი ესებუას საქმე, სწორედ ის ხელმძღვანელობდა "საქართველოს ბანკში" მიმდინარე სპეცოპერაციას. როცა თავდამსხმელმა შენობა მძევლებთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გალდავა იყო, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა. ასევე, სწორედ მან მიუტანა ესებუას ნახევარი მილიონი.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი