სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების პროეტსტი გრძელდება - იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს დღის ბოლომდე აძლევენ ვადას, რომ დიალოგი ორმხრივ ფორმატში წარიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებებს მათთვის მისაღები შედეგი არ ექნება, დევნილები პროტესტის უდრო მკაცრ ფორმებს მიმართავენ.
"იძახიან, რომ წლის ბოლომდე ეტაპობრივად [გაგიყვანთო] მაგრამ არ ითმენს ეს საქმე და ეს საკითხი. ჩვენ იძულებული ვართ, რომ გავიდეთ და გავმართოთ ისევ პროტესტები, ყველანაირად, მე შიმშილსაც დავიწყებ, პირსაც ამოვიკერავ, გზასაც გადავკეტავ", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თევა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება. დევნილებისთვის სამინისტროს და სააგენტოს შეთავაზება ქირით გასვლაზე და დასახელებული თანხა მიუღებელი აღმოჩნდა.
სანატორიუმის ტერიტორია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები არიან შესახლებული ავარიულია.