მე დავკარგე შეხედულება საერთოდ პოლიციელებზე - ლამარა აბჟანდაძე

გამოქვეყნდა:

"არ ვიცი, როგორ უნდა უყურო პოლიციელის ქცევას, თუ ბოროტებას, თუ ბარბაროსობას, თუ რას? სიტყვაც კი ვერ მომიძებნია თუ რა დავარქვა იმ პოლიციელის აღვირ ახსნილ, მხეცურ ცემას შრომის უნარ შეზღუდულ მოქალაქეზე, რომელიც მეტროში მოხდა. მე დავკარგე შეხედულება საერთოდ პოლიციელებზე. ამას მაფიქრებინებს სხვა პოლიციელების დუმილი მომხდარზე, ან თუნდაც დღევანდელ აქციაზე პოლიციელთა მიერ დაპატიმრებები უბრალო მოქალაქეებისა. იმის მაგივრად, რომ პოლიციამ თითონ გამოააშკარაოს დამნაშავე პოლიციელი , პირიქით იცავს ასეთ დამნაშავეებს. მე მოვუწოდებ პოლიციას, სანამ მთლად არ ჩაძირულა მათი ავტორიტეტი, მანამ თითონვე ებრძოლოს მათ რიგებში მოკალათებულ მხეცური აზროვნების პოლიციელებს."

წერს ფეისბუქზე ლამარა აბჟანდაძე და პოლიციელების მხირდან, შშმ მოზარდზე ძალადობას ეხმაურება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი