C News-ის ცნობით, მოძალადე პოლიციელი ცოტა ხნის წინ სასტუმრო "პარაგრაფში" ისვენებდა

გამოქვეყნდა:

სააგენტო "სი-ნიუსმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა ფოტო, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელი ნუგზარ ბაქრაძე ჩანს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფში" ისვენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

სამართალდამრღვევი სამართალდამცველები უკვე დააკავეს. ბრალდებულები არიან ნუგზარ იგივე ნუკრი ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი. ნუგზარ ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 

ბაქრაძე სწორედ ის პოლიციელია, რომელიც სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი