უკანონო მშენებლობის კიდევ ერთი საოცარი მაგალითი "ქართული ოცნებისგან". მმართველი პარტიის მაღალჩინოსანს ოპოზიცია საცხოვრებელი კორპუსის უნებართვოდ აშენებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს და 8-სართულიან კორპუსს ვარკეთილში, რომელიც დასრულებული და შესახლებულია.
როგორ მოახერხა გუბერნატორის მოადგილემ მშენებლობის დაწყება, დასრულება და ბინების გაყიდვა ისე, რომ თბილისის მერიას ნებართვა არ გაუცია - სრულიად გაურკვეველია. ხელისუფლების ოპონენტები კორუფციულ გარიგებასა და ნეპოტიზმზე მიანიშნებენ.
ავტორი: ნინო გიგაური