რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცულობს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"გთხოვთ, ილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის და ეს ხშირად გააკეთოთ დღის განმავლობაში", - თქვა პაპმა გასულ კვირასაც და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული "ჭრილობები, შიში და განხეთქილება" გადაილახება.
მისივე თქმით, ეს ლოცვა მსოფლიო ლიდერების გონებასა და გულებს უნდა შეეხოს, რომ "დიალოგმა გაიმარჯვოს და საერთო სიკეთე პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგეს".