"ახლა დუმილის დრო არ არის" - აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადამიანებმა, რომლებმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს, მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც მათ აღნიშნეს, დუმილის დრო არ არის, რადგან საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე ახლა სწორედ უკრაინაზე გადის.

"გვინდა ხმა მივაწვდინოთ უკრაინას აფხაზეთიდან. გვინდა ვუთხრათ მოძმე ერს, რომ ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია. ახლა არ არის დუმილის დრო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე, გაერთიანება ახლა გადის უკრაინაზე. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა", - თქვა აქციის მონაწილე გიგა ბენიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი