დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განსახლება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო.  

უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს გადაეცა.

მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა  განსახლების ალტერნატიულ მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის.

"ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ,  გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი  საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება." - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, საცხოვრებელი ბინების გადაცემის მოთხოვნით დაწყებულ პროტესტს მოჰყვა ტრაგედია, რომელიც "ქართლში" 16 იანვარს დატრიალდა.

დევნილმა ზურაბ ქირიამ პროტესტის ნიშნად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - "იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ" - ეს იყო 52 წლის მამაკაცის ბოლო სიტყვები, რომელიც მან გაუსაძლის პირობებში, მასთან ერთად მცხოვრებ დევნილებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი