ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის გაუმართავ ელექტროსისტემას უკავშირდება.
ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.
ცნობილია, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.