ვინ არის დავით ღონიაშვილი - პირი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის კადრები წაშალა

გამოქვეყნდა:

ვინ არის დავით ღონიაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის კადრები წაშალა. "მთავარმა არხმა" მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ღონიაშვილი რამდენიმე წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნარკო სკანდალის გამო გაათავისუფლეს.

როგორც ჩანს ის "ქართული ოცნების" ეგრეთ წოდებული კახური კლანის წევრია. სავარაუდოდ, მინისტრ გახარიას მიერ გაგდებული კადრი სისტემაში ირაკლი ღარიბაშვილმა დააბრუნა და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის წამების მტკიცებულებების გასანადგურებლად გამოიყენა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი