"შეშაზე ვიყავი წასული, რომ მოვედი ეს სიტუაცია დამხვდა... დასარჩენი არსად გვაქვს" - ორხევში ინსპექცია სახლებს ანგრევს

გამოქვეყნდა:

ორხევის დასახლებაში მინიციპაულური ინსპექცია სახლებს ანგრევს - დილიდან ინსპექციის წარმომადგენლებმა უკვე 4 შენობის დემონტაჟი განახორციელეს.

პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. 

"მე ვიყავი შეშაზე წასული, ფეჩი მედგა, შეშა გათავებული მქონდა, რომ შეშა ჩამომეტანა, რომ მოვედი, დამხვდა ეს სიტუაცია. მე არაფერ ისეთს არ ვითხოვ, დასარჩენი ფიზიკურად მე და მამაჩემს არსად არ გვაქვს, სადმე, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, გინდ ქირით, გინდ ისე ერთი ოთახი, სადაც მე და მამაჩემი მოვთავსდებით, სხვას არაფერს არ ვითხოვთ", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

მისივე თქმით, ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება გაკეთებული ჰქონდა, თუმცა არჩევნების გამო, პროცესი გაიწელა. დაზარალებული ამბობს, რომ მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება და არ იცის, დღეს ღამეს სად გაათენებს. 

ადგილზე შეკრებილები გამგებლის მისვლას ელოდებიან. ინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ ვინმე ქუჩაში დარჩება საცხოვრებელს გამოუყოფენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი