"ჩემი ხელით დავანგრევ, დავიღუპები...არ დაანგრიოთ" - ორხევში ბულდოზერმა სახლებს გადაუარა

გამოქვეყნდა:

ორხევის დასახლებაში მცხოვრები  6 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათ სახლები დაუნგრიეს.

პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

მერიის სამსახური ამტკიცებს,რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ სახლებში ცხოვრობდნენ და მერიისგან წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს. 

დაზარალებულების განცხადებით მათ არანაირი ქონება არ აქვთ და არ იციან, ღამეს სად გაათევენ. ისინი ამ კითხვაზე პასუხს ადგილობრივი გამგეობისგან ელოდებიან, თუმცა პასუხს არავინ სცემთ. სახლის მეპატრონე, რომელიც საცხოვრებლის დანგრევას ეწინააღმდეგებოდა, პოლიციის ძალის გაიყვანეს ტერიტორიიდან. 

საცხოვრებლის ნგრევის მოლოდინში არიან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი