ნუნუკას ტყესთან ბაკურიანში დღეს უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო. "ოცნების" ადგილობრივი აქტივი და პოლიცია სრული შემადგენლობით პრემიერმინისტრის სახლის გარშემო გამაგრდა და ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ღარიბაშვილების მამულთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდა.
რამდენჯერმე კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირების ფარგლებს გასცდა და განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. ანტიკორუფციულმა საბჭომ ბაკურიანშიც და ბორჯომის საკრებულოშიც მისვლა ერთადერთი, მარტივი მიზნით დაგაწყვიტა - ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რა არგუმენტებით გადასცა ხელისუფლებამ 49 წლით, უსასყიდლოდ, აგარაკის მიმდებარედ 6000 კვადრატული მეტრი ფართობის ტყე პრემიერმინისტრის მეუღლეს, ნუნუკა თმაზაშვილს.
მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე არავის აქვს. ირაკლი ღრიბაშვილის გასამართლებლად ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც სინამდვილეში საჯარო მოხელეები და "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, იმასაც კი ამბობდნენ, რომ პრემიერს უბრალოდ ტყის მოვლა უნდა.
იხილეთ ასევე: