უკრაინის კრიზისში დიპლომატიური პაუზის დრო დადგა. რუსეთი და დასავლეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან ორ კვირაში დაბრუნდებიან. რა შეიცვლება ამ დროისთვის, გაურკვეველია - მხარეები პოზიციებს არ თმობენ და ერთმანეთს კვლავ ნატოს გაფართოების საკითხზე უპირისპირდებიან.
მოსკოვი მზად არის ე.წ. მეორეხარისხოვანი საკითხები განიხილოს, მაგრამ ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობაა. თეთრ სახლში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ თებერვალში რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე.
რამდენად მზად არიან უკარინა და დასავლეთი კონფლიქტის უმწვავესი ფაზისთვის. ქვეყანა, რომელიც 8 წელია უმკლავდება კრემლის აგრესიას სულ უფრო მეტ შეიარაღებას იღებს და ახლა, ისე როგორც არასდროს მზად არის ომისთვის.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე ოპერატორ ლევან კალანდიასთან ერთად დონეცკის ოკუპირებულ ოლქთან მდებარე ფრონტის ხაზის სიახლოვეს იმყოფება და მოვლენების განვითარებას ადგლზე აკვირდება.