რეაბილიტაციაზე გადაყრილი მილიონები | დამსხვრეული იატაკი ქუთაისის თეთრ ხიდზე

გამოქვეყნდა:

ზამთრის დადგომისთავანე ეს რეალობა ქუთაისის ისტორიულ თეთრ ხიდზე აღარავის უკვირს. "ქართული ოცნების" მიერ რეაბილიტირებული ხიდი, რომელზეც ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, გადაადგილებისათვის სახიფათოა. რკინის ფირფიტებითა და მინის ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო  გზა ზამთარში იყინება და ზედაპირი თოვლით იფარება, რის გამოც ადამიანებს გადაადგილება უჭირთ. 

უხარისხოდ რეაბილიტირებული ხიდი, რომ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რის გამოც ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი თავიდან გამოცხადდეს. ანუ ბიუჯეტიდან გაფლანგულ ნახევარ მილიონ ლარს კიდევ ასი ათასობით ლარი დაემატოს. 

ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივ ბიუჯეტს 2018 წელს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც იერსახე და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები. თეთრი ხიდი მოსახლეობას პრობლემას მხოლოდ ზამთარში არ უქმნის, ზაფხულში მზით გახურებულ რკინის ფირფიტებზე გავლაც შეუძლებელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი